რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. პერსონალი კლინიკის შენობის დემონტაჟს აპროტესტებს და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი კვლავ შენობის ეზოში შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კომპენსაციის მიზნით შემუშავებული შეთავაზებები ბუნდოვანია და დაპირების შესრულების გარანტიას ვერ იძლევა. პარალელურად, ცნობილია იმ კლინიკების სია, რომლებიც მზად არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები.