მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში  ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდეს - Palitra News

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში  ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდეს

2024-01-29 15:39:23+04:00

მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ზეპარტიულობის ნაცვლად გადაწყვიტა, რომ მხარე გამხდარიყო და მან ოპოზიციაში გადაინაცვლა. საკითხზე საუბრობენ, ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათი თქმით სანამ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ცნობილი არ გახდება ისინი თეორიულ სცენარებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.