თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული. მისივე თქმით, ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მათ „ტელეგრამზე“ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.