დედაქალაქის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. კახა კალაძის განმარტებით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება. ადგილზე სამუშაოებს გაეცნო მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც, რომლის თქმით, გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა იანვრის ბოლოდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი.