The Financial Times-ის ინფორმაციით, თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე უკრაინის შემდგომ დაფინანსებას ვეტოს დაადებს, ევროკავშირი მზადაა, უნგრეთის ეკონომიკას დარტყმა მიაყენოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევასა და ინვესტორების ნდობის მოშლას ითვალისწინებს. სტატიის თანახმად, თუ ბუდაპეშტი უკან არ დაიხევს, ლიდერებს მოუწევთ საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ. შეგახსენებთ, 2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერმა, ევროკავშირის 2024-27 წლების ბიუჯეტში ის ცვლილებები, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა დაბლოკა.