ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და გარკვეულ ეტაპზე, ქვეყანა ნატო-ს სრულუფლებიან წევრად მიიწვიონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწიოს. იენს სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ თუ პუტინი საწადელ მიზანს მიაღწევს, ეს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის წამახალისებელი იქნება, აშშ, ევროპა და მსოფლიოს სხვა ნაწილები კი უფრო დაუცველი გახდება. შეგახსენებთ, ნატოს გენერალური მდივანი, უკრაინის დაფინანსების გაგრძელების საკითხის განსახილველად, მიმდინარე კვირაში, აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს და კანონმდებლებს შეხვდება.