საქართველოს პროკურატურამ სენაკში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული სენაკში მდებარე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს თავს დაესხა, დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.