რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი პროტესტს აგრძელებს. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში აპირებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა უკვე მიღებული დადგენილების გაუქმებაა, რომლის მიხედვიტაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ახალი თანამედროვე მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა აშენდეს. არსებული ძველი შენობა კი დაინგრევა. მედპერსონალი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ გაცემული განკარგულება ექიმების დიდი ნაწილის სამსახურის გარეშე დარჩენას გამოიწვევს. სამინისტრო ექიმებს ფულად კომპენსაციებს, ან იმავე პოზიციით სხვა კლინიკაში დასაქმებას სთავაზობს, თუმცა ეს პირობა მედიკოსების ნაწილისთვის ბევრ კითხვას აჩენს. არსებული ინფორმაციით, მედპერსონალს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ვადა დაახლოებით 2 კვირაში ეწურება.