ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ელოდება აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ , რადგან ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტიც, რაზეც უკვე დასავლელ პარტნიორებთან უკვე მუშაობენ. ზელენსკი მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ამზადებენ ახალ ნაბიჯებსაც, რათა რუსეთის შესაძლებლობები შეზღუდონ, სანქციების გვერდის ავლის ნაწილში.