ინდოეთი ცდილობს, დისტანცირდეს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელთან - რუსეთთან მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომმა შეაფერხა რუსეთის უნარი, საბრძოლო მასალების მიწოდება განახორციელოს, - ინფორმაციას Reuters-ი ინდურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი იარაღის იმპორტიორი ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს გააძლიეროს კავშირები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, იმ იმედით, რომ შეაკავებს ჩინეთს ინდოეთის რუსეთზე დამოკიდებულებისგან შეწყვეტით. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი შეიძინა, რომლის 65% რუსული იყო.