პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. მკითხველის მაღალი აქტიურობიდან გამომდინარე, „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, შეექმნა ახალი სერია - ",,კიდევ, 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო". პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად თითო წიგნი გამოვა და მაღაზიებსა და გამომცემლობის ვებგვერ-დზე ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში უკვე შეჩეულია პირველი წიგნი - ანე ფრანკი „უკანა სახლი“ - დღიური წერილების სახით. პროექტისთვის შერჩეული წიგნები როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მრავალფეროვანი იქნება. 19 თებერვლიდან მკითხველი წიგნების შეძენას ბიბლუსის ფილიალებსა და პრესის გავცრცელების წერტილებში შეძლებს, ასევე ონლაინ საიტიდან www.palitral.ge