საქართველო და სომხეთის რესპუბლიკა სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. მემორანდუმს ხელი 26 იანვარს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე გაამახვილეს. მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას პოზიტიურად აფასებენ, როგორც ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრები, ისე დარგის ექსპერტებიც. მიაჩნიათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი შანსი აქვს, რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდეს.