საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების: ირაკლი ღარიბაშბილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრას, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის მიესალმება სომხეთის პრემიერის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს, თუმცა ამასთანავე სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მაღალი რანგის ვიზიტებთან დაკავშირებით მისი ინფორმირება არ ხდება.პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ქართული ოპოზიციური სპექტრიც იზიარებს.