ორი დღე ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელ პირველად შეხვედრამდე. მმართველი გუნდის ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრას რომელიც 29 იანვრს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი 9 დათქმის შესასრულებლად ინკლუზიური პროცესის აუცილებლობაზე საუბრობენ.