გვატემალაში ძლიერ მიწისძვრა მოხდა - Palitra News

გვატემალაში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

2024-01-27 14:02:38+04:00

გვატემალაში ძლიერ მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.

სტიქიური უბედურება 108 კილომეტრის სიღრმეზე, გვატემალას დედაქალაქიდან 100 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილი დააზიანა, სადაც ბიძგებმა ათობით შენობა დააზიანა.

გამოცემა წერს, რომ მიწისძვრის ბიძგები გვატემალას მეზობელ ქვეყანაში, სალვადორშიც იგრძნობოდა. ამ დროისათვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.