სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა ხაშურში მოხდა. გავრცლებული ინფორმაციით, 16 წლის გოგოზე სექსუალურად 51 წლის კაცმა იძალადა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.