"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში" - სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმაურება - Palitra News

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში" - სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს ეხმაურება

2024-01-27 11:41:37+04:00

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ.