დღეს ნინოობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს წმინდანის გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღესრულება. ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბისა და ნინოწმინდის მონასტრებში. აქ თარიღთან დაკავშირებით, მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან.