საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

2024-01-27 11:35:20+04:00

დღეს ნინოობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს წმინდანის გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღესრულება. ნინოობა განსაკუთრებულად აღინიშნება ბოდბისა და ნინოწმინდის მონასტრებში. აქ თარიღთან დაკავშირებით, მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან.