ბელგოროდის ოლქში „ილ-76“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. მედიის ცნობით, სხდომა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. გაერო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოადგილის განცხადებით, ილ-76-ის ჩამოგდება უკრაინის მიზანმიმართული ქმედება იყო. უკრაინა პასუხად რუსეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.