საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით 29 იანვარს მმართველი გუნდი პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ რომ მოწვევა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფრაქციებთან უკვე გაგზავნილია, თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით მათ ჯერ მოწვევა საპარლამენტო უმრავლესობის მხრმიდან არ მიუღიათ.