სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო. ორი ქვეყნის პრემიერები ერთმანეთს შეხვდნენ და ბრიფინგიც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ახლა აუცილებელია ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, მაღალი ტემპით გაგრძელდეს. როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, რეგიონული პროექტების მიმართ მათ ფაშინიანისგან დადასტურებული ინტერესი მოისმინეს.