ზანდუკელის 2 ნომერში გამოსახლების პროცესი, სავარაუდოდ, 6-ი თვით გადაიდო. ადგილზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი, რათა გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ, თუმცა გამოსახლების გადავადების შემდეგ, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადავიდნენ, სადაც მომიტინგე სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავეს. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორისაა უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი, კაკო ჩიქობავა.