რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ნაწილი სამინისტროსთან აქციას მართავს.
სამედიცინო პერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
როგორც ისინი განმარტავენ, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისთვის მოულოდნელი იყო.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარიშვილის თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში, „ყველა იურიდიული ნორმის გვერდის ავლით, ხორციელდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი“.
ამასთან, მედიკოსთა ნაწილი უარს ამბობს მინისტრთან შეხვედრაზე.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მინისტრთან კომპენსაციაზე საუბარი არ სურთ და იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.