სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანიშვილი, ლას-ვეგასში გამართულ, მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ გამოფენას დაესწრო. ფორუმის ფარგლებში გენერალური კონსული მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ლევან ყულიჯანიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სესიებში.