ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ისრაელ-ჰამასის ომზე ისაუბრეს - Palitra News

ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ისრაელ-ჰამასის ომზე ისაუბრეს

2024-01-26 12:33:17+04:00

აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ისაუბრეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და ამასთან, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მინისტრა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება დიპლომატიის მიმართ ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის მოსაგვარებლად და რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების საერთო მიზნის მიმართ“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.