აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ისაუბრეს, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და ამასთან, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მინისტრა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება დიპლომატიის მიმართ ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის მოსაგვარებლად და რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების საერთო მიზნის მიმართ“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.