ოთარ შამუგიამ, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები ჩაატარა. ქართველი მინისტრი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. გარდა ამისა, ოთარ შამუგია გარემოს დაცვის, ოკეანეების და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარს, ვირგინიუს სინკევიჩიუსს, სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარ იანუშ ვოიციეხოვსკის და ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ-დირექტორს, სანდრა გალინას შეხვდა.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც უფრო მეტად ამბიციურ გეგმებსა და მნიშვნელოვანი ვალდებულებებს გულისხმობს.