თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. სახლის წინ, პროცესისთვის ხელის შესაშლელად და ბალახაძეების ოჯახის მხარდასაჭერად, მოქალაქეები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბინაში, რომელსაც ოჯახს კერძო იპოთეკარი ართმევს, 7 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის — ორსული ქალი და შშმ პირი. ელგუჯა ბალახაძე აცხადებს, რომ ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინა ოჯახისთვის ერთადერთი საცხოვრებელია და მათ წასასვლელი არსად აქვთ.