თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას ახდენს. აღნიშნული ოქმი თურქეთში 25 იანვარს გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე ძალაში შევიდა. 23 იანვარს, თურქეთის პარლამენტმა დებატების შემდეგ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. ამჟამად, უნგრეთი ალიანსის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ კიდევ არ მოუხდენია.