უკრაინის ვიცე-პრეზიდენტის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ქვეყნის მთავრობა, კიევში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტზე მუშაობს. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერის კიევში ჩასვლა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. მედიის ცნობით, 29 იანვარს ქალაქ უჟგოროდში, უკრაინისა და უნგრეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა არის დაგეგმილი, რომლის მიზანიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდირ ზელენსკისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის მომზადებაა.