უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო „სკრინინგის“ პროცესი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საფუძველს უყრის. მისივე თქმით, უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და მოლაპარაკებების პოზიციის შესაფასებლად წინ რთული სამუშაოა. ზელენსკი ასევე ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პროცესი დავოსში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეული შეთანხმებების შედეგია.