მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დღეს, შესაძლოა, გადაუდებელი ზომები გამოაცხადოს, რომელიც ისრაელს ღაზაში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას დაავალებს. ჰააგას სასამართლოში დაგეგმილი სხდომა სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გაიმართება. სამხრეთ აფრიკა ამტკიცებს, რომ ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს აწარმოებს. ამ საქმეზე მოსმენა ორი კვირის წინ დაიწყო და ჩვენება ორივე ქვეყანამ მისცა. შეგახსენებთ, რომ ისრაელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსრულებადი არ არის, თუმცა მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ექნება.