თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი გამოსახლების დროს დაკავებულებს, მოძრაობა "ხმას" წევრებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაუყონებლივ გაასაჩივრებს. ხასაია და ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. პოლიცია კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დანარჩენ 18-ტ დაკავებულს კი პროკურატურა ხულიგნობას ედავება, მათ შორის იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.