რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ექიმებმა შენობის დემონტაჟის გამო პროტესტი გამოხატეს. ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსგან ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულების დემონტაჟის შეწყვეტას ითხოვენ. რაც შეეხება კომპენსაციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არსებულ შეთავაზებებს, მედიკოსები დაპირების შესრულების გარანტიას ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ შეთავაზებები ბუნდოვანი და შეურაცხმყოფელია. ექიმებმა საავადმყოფოს ეზოში საპროტესტო აქციაც გამართეს. ამბობენ, რომ აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.