უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რაც საფუძველს უყრის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზემოლაპარაკებებს.
“მივესალმები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადების დაწყებას. ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც საფუძველს უყრის მოლაპარაკებებს”, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, წინ რთული სამუშაოა უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის, უკრაინული დელეგაციის ფორმირებისა და მოლაპარაკებების პოზიციის შესაფასებლად.
„იმედია, სამთავრობო გუნდი მოახდენს მაქსიმალურ მობილიზებას და ამ გაზაფხულზე პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის გამართვას“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ეს არის დავოსში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიღწეული შეთანხმებების შედეგი.