აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და მთლიანობაში ევროპის საბჭოდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც სააგენტო APA წერს, საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანული დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვა არ ნიშნავს ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურებში ქვეყნის მონაწილეობის შეწყვეტას, მიუხედავად ამისა, ოფიციალურ ბაქოს განსხვავებული პოზიცია აქვს. სააგენტოს ცნობით, აზერბაიჯანი „არ აპირებს, შეეგუოს ამ უსამართლო და მიკერძოებულ მიდგომას და ამჟამად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და მთლიანობაში ევროპის საბჭოდან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს“.