ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ოლექსი დანილოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკრაინაში ლანდსბერგისის მერვე ვიზიტია.