იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში 3 მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს. უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ზურაბ ძლიერიშვილსა და ნინო ბაქაქურს თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ, ხოლო მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ვადებთან დაკავშირებით კითხვისნიშნები აქვთ. თემის დეტალებით ცარო კირვალიძე შემოგვიერთდება.