მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, კარგი სასტარტო პოზიცია აქვს, ოპოზიცია ალოგიკურად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზეც საუბრობენ. მათი მტკიცებით, თუკი ოპოზიცია საზოგადოების პრობლემებითა და საჭიროებით მეტად დაინტერესდება, მისი გამარჯვების შანსები გაიზრდება. ოპოზიციის კრიტიკას ხელისუფლებაში არასერიოზულად მიიჩნევენ და ოპონენტებს რეალურ პრობლემებზე აქცენტირებისაკენ მოუწოდებენ. როგორ პასუხობენ ოპოზიციის კრიტიკას “ქართულ ოცნებაში” ვრცლად ხატია სამხარაძე მოგვიყვება.