ევროკომისიის 9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქართული ოცნება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც იწვევს. მმართველი პარტიის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის. მიიღებს თუ არა ოპოზიცია დისკუსიაში მონაწილეობა სჯერჯერობით უცნობია, თუმცა მათი თქმით, ქართული ოცნება 9 დათქმის შესრულებისთვის არაფერს აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ კანდიდატის სტატუსი, არა ქართული ოცნების, არამედ ქართველი ხალხის მონაპოვარია.