აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ბოლო 2 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სამ თემატურ სფეროში, მათ შორის დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით აფასებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს, მმართველობისა და კანონის უზენაესობის კომპონენტებში ვარდნა აქვს. ევროკავშირთან დაახლოების კუთხით კი ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზეა უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველო. ანგარიშს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. ქართული ოცნების აზრით, ანგარიში ობიექტური არაა, რადგან ის ქართული არასამთავრობო სექტორის სუბიექტურ შეფასებებს ეყრდნობა. დოკუმენტის შინაარსი სრულად გაიზიარა ოპოზიციამ. ვრცლად თემის დეტალებით მერაბ პაპაშვილი შემოგვიერთდება.