2027 წლიდან, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად შესაძლოა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღული საუბრობს. მურღულიას თქმით, უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან და საკითხზე სამინისტრო უკვე მუშაობს. როგორც გია მურღულია განმარტავს, საქართველო სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის მიღმა არ უნდა რჩებოდეს.