"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე უმოქმედობის გამო მმართველ ძალას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსული ბაზარი დატოვეს, საქართველოს ნაცვლად სხვა ქვეყნებში შევიდნენ. გიორგი ვაშაძის აზრით, ქვეყანამ მილიარდობით დოლარი ქართული ოცნების უმოქმედობისა და უცხოელ ინვესტორებთან პასიურობის გამო დაკარგა. ვაშაძე ამბობს რომ მათი მთავარი მიზანი ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი სტიმულის მიცემა იქნება.