სესხის გამცემი სუბიექტების მოგებამ დაახლოებით 42 მლნ ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ პირებს, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს გააჩნია და იმავდროულად, არ აქვთ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი. გასული წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ბაზარზე ჯამში 165 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებდა. ეროვნული ბანკის კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, ამავე საანგარიშო პერიოდში, სუბიექტების წმინდა მოგებამ 41 მილიონ 715 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, 2023 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 85 მილიონ 339 ათასი ლარი იყო, წმინდა საპროცენტო შემოსავალი კი 51 მილონ 715 ათასი ლარი. ამავე მონაცემების თანახმად, სესხის გამცემმა სუბიექტებმა ჯამში მილიარდ 517 მილიონი ლარის სესხი გასცეს, აქედან მილიარდ 441 მილიონი ფიზიკურ, ხოლო 75 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე. ამასთან, კერძო პირებზე გაცემული სესხის 54% სამომხმარებლო სესხზე მოდის, შემდეგია სალომბარდე სესხები - 20%-იანი წილით და ვაჭრობა მომსახურება - 10%