ფეროშენადნობების ექსპორტი 7-წლიან მინიმუმზეა. 2023 წელს ქვეყანამ, პროდუქტის გაყიდვიდან დაახლოებით 180 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2,5-ჯერ ჩამორჩება წინა წლის მონაცემს და ამასთან, ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, 2021 წელს - 477 მლნ დოლარის, 2020 წელს - 247მლნ დოლარზე მეტი, 2019 წელს - 303 მლნ დოლარზე მეტი. როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაციაში განმარტავენ, ექსპორტის შემცირება მოთხოვნის კლებამ გამოიწვია, რაც ერთის მხრივ, რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის დაწესებასაც უკავშირდება, მეორე მხრივ კი მთელ მსოფლიოში შემცირებულია მეტალზე მოთხოვნა. შესაბამისად, სექტორს კრიზისი აქვს, საწარმოების 80% გაჩერებულია, დიდი საწარმო კი, მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზი“ მუშაობს, სადაც წარმოება მკვეთრად შემცირებულია. 2023 წელს ფეროშენადნობები ყველაზე დიდი რაოდენობით აშშ-ში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 38,2% მოდის, შემდეგია რუსეთი 26%-ით და თურქეთი 21%-ით