თხილზე მოთხოვნა ამჟამად ყველა საექსპორტო ბაზარზე შემცირებულია - ასე ეხმაურება საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია, ექსპორტის შემცირებას. ასოციაციის ინფორმაციით მოთხოვნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ თურქულ თხილზეც დაეცა. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან თხილის და კაკლის ადგილობრივი ექსპორტი 13,4%-ით შემცირდა, ქვეყანაში ამ პროდუქტის იმპორტი კი თითქმის 32%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 85 მილიონ 710 ათასი დოლარის ღირებულების 18 ათას ტონაზე მეტი თხილი და სხვა კაკალი, წინა წელს კი თითქმის 99 მლნ დოლარის ღირებულების დაახლოებით 24 ათასი ტონა. რაც შეეხება ზოგადად თხილისა და კაკლის იმპორტის ზრდას, ასოციაციში ამბობენ, რომ რეალურად, თხილი საქართველოში საერთოდ არ შემოდის და თუ იმპორტი პროცენტულად იზრდება, ეს იმიტომ, რომ სტატისტიკაში, თხილის, ნუშის და კაკლის იმპორტი ერთად ითვლება