მედია - ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი „ილ-76-ის“ შავი ყუთები ნაპოვნია - Palitra News

მედია - ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი „ილ-76-ის“ შავი ყუთები ნაპოვნია

2024-01-25 13:18:51+04:00

ბელგოროდის ოლქში, რუსული „ილ-76“ -ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, ისინი კარგ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორივე შავი ყუთი აღმოაჩინეს - ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, - განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.

მისივე თქმით, შავი ყუთები უკვე გადაეცა გამომძიებლებს.

შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში „ილ-76“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ.