. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2024 წლის ზამთრის სესიაზე სიტყვით წარსდგა. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეეხო. ბეჟაშვილმა ყურადღება „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ დასკვნაზე გაამახვილა, რომელიც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი. ბეჟაშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმის გარდა, დემოკრატიული ღირებულებების დაკნინებისა და სამართლებრივი სისტემების პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების ფაქტებიც იკვეთება.