რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას ატარებს. ექიმები უსამსახუროდ დარჩენას აპროტესტებენ და მთავრობას სთხოვენ, რომ ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება შეცვალოს. მედიკოსები აქციების უწყვეტ რეჟიმში ჩატარებას მთავრობის ადმინისტრაციასთან და ყველა სახელმწიფო უწყებასთანაც აანონსებენ.